"ევერტონის" მცველმა მარტინამ საშინელი ტრავმა მიიღო [VIDEO]

AutoSharing Option
ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურში ლივერპულის "ევერტონი" გასვლაზე 0:3 დამარცხდა ლიონის "ოლიმპიკთან" და შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი დაკარგა. "ევერტონმა" რაც ეს ტურნირი ტარდება, ინგლისურ გუნდებს შორის ყველაზე უარესი შედეგი აჩვენა.

მატჩის პირველი ტაიმის დასასრულს სტუმართა გუნდის 28 წლის მცველი რეინდლი მარტინა "ოლიმპიკის" თავდამსხმელს მაქსველ კორნეს შეეჯახა, გაზონზე დაეცა და ექიმები 7 წუთის განმავლობაში უჩენდნენ სამედიცინო დახმარებას. მარტინას კისერი კორსეტში დაუფიქსირეს და საკაცით გაიყვანეს მოედნიდან.

ნამატჩევს "ევერტონის" მენეჯერმა დევიდ ანსუორთმა თქვა, რომ მარტინას ტვინის შერყევა აქვს, კისრის ტკივილს უჩიოდა, საავადმყოფოში
გადაიყვანეს, სადაც რენტგენს გადაუღებენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული