უეფამ ევროპა ლიგის მესამე ტურის ლაურეატები დაასახელა

AutoSharing Option
უეფამ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად ევროპა ლიგის მესამე ტურის საუკეთესო ფეხბურთელად ბუქარესტის "სტიაუას" ფორვარდი ჰარლემ ედი ნოერი აღიარა. მას გამოკითხულთა 64%-მა მისცა ხმა. მეორე ადგილზე 17%-ით პეტერბურგის "ზენიტის" ნახევარმცველი ემილიანო რიგონი გავიდა, ხოლო მესამეზე ათენის აეკ-ის მეკარე იანის ანესტისი (12%).

უეფამ აგრეთვე ტურის სიმბოლური ნაკრებიც დაასახელა.

მეკარე: იანის ანესტისი (აეკი). მცველები: ალბერტო დე ლა ბელა (სოსიედადი), კოსმინ მოტი (ლუდოგორეცი), ბაირამ იაშანიცა (სკენდერბეუ), დმიტრი შომკო (ასტანა). ნახევარმცველები: სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი (ლაციო), ხავიერ პრიეტო (სოსიედადი), ემილიანო რიგონი (ზენიტი), იოსიპ ილიჩიჩი (ატალანტა). თავდამსხმელები: ვილიან ხოსე
(სოსიედადი), ჟუნიორ კაბანანგა (ასტანა).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული