ბრიტანელი ჟურნალისტები ბელგრადის სტადიონმა გააოგნა [VIDEO]

AutoSharing Option
გუშინ, ევროპა ლიგის მე-3 ტურში ლონდონის "არსენალმა" ბელგრადში რაიკო მიტიჩის სახელობის 52-ათასიან სტადიონზე "ცრვენა ზვეზდა" 1:0-ზე დაამარცხა. გოლი 85-ე წუთზე ოლივიე ჟირუმ გაიტანა.

ბრიტანელი ჟურნალისტები გააოგნა გასახდელიდან მოედნისაკენ მიმავალი გვირაბის მოუწესრიგებლობამ და უამრავმა სპეცრაზმელმა, რადგან ისეთი შთაბეჭდილება შეექმნათ, თითქოს სპორტული არენა კი არა, სამხედრო ობიექტი იყო. "მირორის" ჟურნალისტმა დაწერა, რომ ეს ნამდვილი ჯოჯოხეთია.

შეგახსენებთ, ამავე სტადიონზე მუნდიალის შესარჩევ მატჩში საქართველოს ნაკრები სერბეთს შეხვდა და 0:1 დამარცხდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული