ევროპა ლიგა. III ტური: კაშიას ავტოგოლი, ჟირუს სუპერგოლი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
19 ოქტომბერს ჩატარებულ ევროპა ლიგის მე-3 ტურში ქართველმა ლეგიონერებმა თავი ვერ გამოიჩინეს

F ჯგუფში მოსკოვის "ლოკომოტივმა" ტირასპოლში "შერიფის" დამარცხება ვერ მოახერხა, ფრეს, 1:1-ს დასჯერდა და 5 ქულით მაინც ლიდერია.  მოსკოველთა ქართველმა ცენტრალურმა მცველმა საბა კვირკველიამ მატჩი შეუცვლელად ჩაატარა. "ზლინისა" და "კოპენჰაგენის" შეხვედრა 1:1 დასრულდა.

K ჯგუფში "ვიტესი" ბელგიაში "ზულტე ვარეგემს" დაუზავდა (1:1). არნემელთა გუნდისთავმა გურამ კაშიამ საკუთარ კარში გაიტანა თავით გოლი. მის გუნდს ოდენ 1 ქულა აქვს, ჯგუფში კი პირველ ადგილზე 9 ქულით  "ნიცას" 3:
1-ზე მძლეველი "ლაციოა", რომელსაც საფრანგეთში საქომაგოდ 1 700 გულშემატკივარი წაყვა.

K ჯგუფში ისევ დამარცხდა "ვარდარი", რომელიც ამჯერად სკოპიეში "სოსიედადთან" 0:6-ზე გაბითურდა. ბასკური გუნდის ბრაზილიელმა თავდამსხმელმა ვილიანმა პოკერი შეასრულა. მაკედონიელთა ქართველმა ნახევარმცველმა ჯაბა ჯიღაურმა შეუცვლელად ითამაშა. სან სებასტიანელებს 6 ქულა აქვთ, პირველ ადგილზე კი ქულადაუკარგავი პეტერბურგის "ზენიტია", რომელმაც შინ "რუსენბორგს" 3:1 სძლია.

H ჯგუფში "ბატემ" 1:0 მოუგო "კიოლნს". ბორისოვული გუნდის განაცხადში ისევ არ იყო ქართველი ნახევარმცველი ვალერიან გვილია. ამ ჯგუფში პირველ ადგილზე 9 ქულით "არსენალია", რომელმაც 85-ე წუთზე ოლივიე ჟირუს გატანილი გოლით 1:0 მოუგო ბელგრადში "ცრვენა ზვეზდას".

აღსანიშნავია, რომ "ევერტონი" ლივერპულში "ლიონთან" 1:2-ზე დამარცხდა, ხოლო "მილანი" "სან სიროზე" აეკ-თან ნულოვან ფრეს დასჯერდა.

"ლაციომ" კი არ დააგდო სერია A-ში აღებული ტემპი და ლამის მეორე შემადგენლობით გასვლაზე "ნიცა" დაამარცხა.

A ჯგუფი
ასტანა-მაკაბი 4:0
გოლები: 1:0 ტვუმასი (33), 2:0 ტვუმასი (42), 3:0 კაბანანგა (47), 4:0 კაბანანგა (52)

ვილიარეალი-სლავია 2:2
გოლები: 0:1 ნეციდი (18), 0:2 დანი (30), 1:2 ტრიგეროსი (41), 2:2 ბაკა (44)

მომდევნო ტური
2 ნოემბერი: მაკაბი-ასტანა, სლავია-ვილიარეალი

B ჯგუფი
დინამო კ-იანგ ბოიზი 2:2
გოლები: 0:1 ასალე (17), 1:1 მბოკანი (34), 1:2 ასალე (39), 2:2 მოროზიუკი (49)
გაძევება: სანოგო (62. იანგ ბოიზი)

სკენდერბეუ-პარტიზანი 0:0

მომდევნო ტური
2 ნოემბერი: იანგ ბოიზი-დინამო კ; პარტიზანი-სკენდერბეუ

C ჯგუფი
ბრაგა-ლუდოგორეცი 0:2
გოლები: 0:1 მოტი (25), 0:2 სილვა (56-საკ. კარში)

ჰოფენჰაიმი-ბაშაქშეჰირი 3:1
გოლები: 1:0 ჰუბერი (52), 2:0 ამირი (59), 3:0 შულცი (75), 3:1 ნაპოლეონი (90)

მომდევნო ტური
2 ნოემბერი: ბაშაქშეჰირი-ჰოფენჰაიმი, ლუდოგორეცი-ბრაგა

D ჯგუფი
აუსტრია-რიეკა 1:3

გოლები: 0:1 გავრანოვიჩი (21), 0:2 გავრანოვიჩი (31), 1:2 ფრიზენბიხლერი (90), 1:3 კვრჟიჩი (90)

მილანი-აეკ 0:0

მომდევნო ტური
2 ნოემბერი: აეკ-მილანი, რიეკა-აუსტრია

E ჯგუფი
ევერტონი-ლიონი 1:2
გოლები: 0:1 ფეკირი (6-პენ), 1:1 უილიამსი (69), 1:2 ტრაორე (75)

ატალანტა-აპოლონი 3:1
გოლები: 1:0 ილიჩიჩი (12), 1:1 შკემბრი (59), 2:1 პატანია (64), 3:1 ფროილერი (66)

მომდევნო ტური
2 ნოემბერი: ლიონი-ევერტონი, აპოლონი-ატალანტა

F ჯგუფი
შერიფი-ლოკომოტივი 1:1
გოლები: 0:1 მირანჩუკი (17), 1:1 ბადიბანგა (31)

ზლინი-კოპენჰაგენი 1:1
გოლები: 1:0 დიოპი (11), 1:1 ანკერსენი (19)

მომდევნო ტური
2 ნოემბერი: ლოკომოტივი-შერიფი, კოპენჰაგენი-ზლინი

G ჯგუფი
ლუგანო-პლზენი 3:2
გოლები: 1:0 ბოტანი (63), 2:0 კარლიტოსი (69), 2:1 კრმენჩიკი (76), 3:1 გრენდტი (88), 3:2 ბაკოში (90)

ბეერ შევა-სტიაუა 1:2
გოლები: 0:1 გნოერე (70), 0:2 გნოერე (75), 1:2 კუენკა (87)

მომდევნო ტური
2 ნოემბერი: პლზენი-ლუგანო, სტიაუა-ბეერ შევა

H ჯგუფი
ბატე-კიოლნი 1:0
გოლი: 1:0 რიოსი (55)

ცრვენა ზვეზდა-არსენალი 0:1 (იხილეთ ვიდეო)
გოლი: 0:1 ჟირუ (85)
გაძევება: როდიჩი (80. ცრვენა ზვეზდა)
არსენალი (3-4-2-1): ჩეხი - დებიუში, ელნენი, ჰოლდინგი - ნელსონი, კოკელენი (90. შეფი), უილოკი (89. მაკგუაინი), მაიტლენდ-აილსი - უოლკოტი, უილშირი - ჟირუ.

მომდევნო ტური
2 ნოემბერი: არსენალი-ცრვენა ზვეზდა, კიოლნი-ბატე

I ჯგუფი
კონიასფორი-ზალცბურგი 0:2
გოლები: 0:1 გულბრანდსენი (5), 0:2 დაბური (80)

მარსელი-გიმარაეში 2:1
გოლები: 0:1 მარტინში (17), 1:1 ოკამპოსი (28), 2:1 ლოპესი (76)

მომდევნო ტური
2 ნოემბერი: ზალცბურგი-კონიასფორი, გიმარაეში-მარსელი

J ჯგუფი
ოსტერსუნდსი-ბილბაო 2:2
გოლები: 0:1 ადურისი(14), 1:1 გერო (52), 2:1 ედვარდსი (64), 2:2 უილიამსი (89)

ზორია-ჰერტა 2:1
გოლები: 1:0 სილასი (42), 1:1 ზელკე (56), 2:1 სვატოკი (79)

მომდევნო ტური
2 ნოემბერი: ბილბაო-ოსტერსუნდსი, ჰერტა-ზორია

K ჯგუფი
ნიცა-ლაციო 1:3
გოლები: 1:0 ბალოტელი (4), 1:1 კაისედო (5), 1:2 მილინკოვიჩ-სავიჩი (65), 1:3 მილინკოვიჩ-სავიჩი (89)

ვარეგემი-ვიტესი 1:1
გოლები: 1:0 კაშია (23-საკ. კარში), 1:1 ბრუნსი (27)

მომდევნო ტური
2 ნოემბერი: ვიტესი-ვარეგემი, ლაციო-ნიცა

L ჯგუფი
ზენიტი-რუსენბორგი 3:1
გოლები: 1:0 რიგონი (1), 2:0 რიგონი (67), 3:0 რიგონი (75), 3:1 ჰელანდი (88)

ვარდარი-სოსიედადი 0:6
გოლები: 0:1 ოიარსაბალი (12), 0:2 ვილიან ჟოზე (34), 0:3 ვილიან ჟოზე (42), 0:4 ვილიან ჟოზე (55), 0:5 ვილიან ჟოზე (59), 0:6 დე ლა ბელა (90)

მომდევნო ტური
2 ნოემბერი: რუსენბორგი-ზენიტი, სოსიედადი-ვარდარი
მკითხველის კომენტარები / 5 /
კაშიამ ყველა სფეროში დაიწყო ავტოგოლების გატანა
zura
10:18 24-10-2017
0
კახა კაშიამ არა, ჯანრი კაშიამ :) :)
0

სიახლეები პოპულარული