"ვიტორიას" სასტარტო შემადგენლობაში 4 ბრაზილიელი, 2 კოლუმბიელი, ასევე თითო კოტ დ'ივუარელი, პერუელი, განელი, ვენესუელელი და ურუგვაელი იყო. შეცვლაზე შესული 3 ფეხბურთელიდან კი ევროპელი ერთადერთი იყო - პორტუგალიელი კიკო. მის გარდა, თამაშში კაპე ვერდელი და კიდევ ერთი ბრაზილიელი ჩაერთნენ.