ევროპა ლიგა. პლეი ოფი. საპასუხო მატჩები: "აიაქსი" ევროტურნირებს მიღმა დარჩა [VIDEO]

AutoSharing Option
ევროპა ლიგის ფლეი-ოფის განმეორებითი მატჩები მეტად საინტერესო გამოდგა.

"ვარდარის" ქართველი ნახევარმცველის ჯაბა ჯიღაურის მიერ "ფენერბახჩეს" კარში გატანილ გოლზე და მისი გუნდის ჯგუფურ ეტაპზე გასვლაზე უკვე მოგახსენეთ.

ტურნირს გამოეთიშა ტრავმირებული თორნიკე ოქრიაშვილის "კრასნოდარი", რომელიც ბელგრადში 1:2 დამარცხდა "ცვრენა ზვეზდასთან". ყუბანელებს შინ 3:2 ქონდათ მოგებული და სტუმრად გატანილი მეტი გოლის წყალობით საბოლოო გამარჯვება სერბებს დარჩათ.

"აიაქსს" ორი შეხვედრის ჯამში "როსენბორგმა" 4:2 სძლია და ამსტერდამული გუნდი ბოლო 50 წლის მანძილზე პირველად ვერ მიიღებს მონაწილეობას ევროტურნირებზე (1990 წელს ფანების უდისციპლინობის გამო ერთსეზონიან დისკვალიფიკაციას თუ
არ ჩავთვლით).

"ევერტონმა" "გუდისონ პარკზე" 2:0-ზე გამარჯვების შემდეგ სპლიტში სასურველ ყაიმს მიაღწია "ჰაიდუკთან". აღსანიშნავია, რომ იოსიპ რადოშევიჩმა გოლი 35, ხოლო გილფი სიგურდსონმა 45 მეტრიდან გაიტანა.

დღეს ტურნირის წილისყრა ჩატარდება და ჯგუფების შემადგენლობებსაც გავიგებთ.

აეკი (ლარნაკა) - ვიქტორია 0:0 (პირველი მატჩი 1:3)

დინამო (კიევი) - მარიტიმო 3:1 (პირველი მატჩი 0:0)
გოლები: 1:0 გარმაში (33), 2:0 მოროზიუკი (33), 3:0 გონსალესი (61), 3:1 სენი (68)

ოლექსანდრია - ბატე 1:2 (პირველი მატჩი 1:1)

გოლები: 1:0 გრიშუკი (34, პენ), 1:1 ივანიჩი (70), 1:2 ივანიჩი (73)

შერიფი - ლეგია 0:0 (პირველი მატჩი 1:1)

მაკაბი - ალტახი 2:2 (პირველი მატჩი 1:0)
გოლები: 0:1 აიგნერი (20), 1:1 კიარტანსონი (41), 1:2 ნეტცერი (59), 2:2 იენი (73)

ზალცბურგი - ვიტორული 4:0 (პირველი მატჩი 3:1)
გოლები: 0:1 დაბური (7), 2:0 გულდრადსენი (38), 3:0 ბერიშა (52), 4:0 ჰაიდარა (88)

ზენიტი - უტრეხტი 2:0 (პირველი მატჩი 0:1)

გოლები: 1:0 კოკორინი (9), 2:0 კოკორინი (105)

ოსტერსუნდსი - პაოკი 2:0 (პირველი მატჩი 1:3)
გოლები: 1:0 გჰოდოსი (71), 2:0 გჰოდოსი (77)

ფენერბახჩე - ვარდარი 1:2 (პირველი მატჩი 0:2)
გოლები: 1:0 ნოიშტადტერი (61), 1:1 ჯიღაური (68), 1:2 გლიგოროვი (90)

სუდუვა - ლუდოგორეცი 0:0 (პირველი მატჩი 0:2)

აეკი (ათენი) - ბრიუგე 3:0 (პირველი მატჩი 0:0)

გოლები: 1:0 ხრისტოდოპულოსი (27, პენ), 2:0 სიმოეში (39), 3:0 სიმოეში (90)

მიდტიულანდი - აპოლონი 1:1 (პირველი მატჩი 2:3)

გოლები: 1:0 ჰასანი (10), 1:1 შემბრი (50)

სკენდერბეუ - დინამო (ზაგრები) 0:0 (პირველი მატჩი 1:1)


ვიდეოტონი - პარტიზანი 0:4 (პირველი მატჩი 0:0)

გოლები: 0:1 კანა (6), 0:2 სოუმა (24), 0:3 ჯურჯევიჩი (35), 0:4 ჯურჯევიჩი (84)

ბილბაო - პანათინაიკოსი 1:0 (პირველი მატჩი 3:2)

გოლი: მუნიაინი (22)

ბრაგა - ჰაფნაფიორდური 3:2 (პირველი მატჩი 2:1)
გოლები:
0:1 ბოედვარსონი (16), 1:1 პაულინიო (39), 1:2 ბოედვარსონი (51), 2:2 პაულინიო (80), 3:2 სოუსა (90)

სკენდრია - მილანი 0:1 (პირველი მატჩი 0:6)
გოლი: ჩუტრონე (13)

მარსელი - დომჟალე 3:0 (პირველი მატჩი 1:1)
გოლები:
1:0 ჟერმაინი (28), 2:0ჟერმაინი (56), 3:0 ჩაუვინი (85)

როსენბორგი - აიაქსი 3:2 (პირველი მატჩი 1:0)

გოლები: 1:0 ბენდტნერი (26), 1:1 იოუნესი (60), 1:2 შონე (61), 2:2 ადეგბენრო (80), 3:2 ადეგბერნო (89)

ცვრენა ზვეზდა - კრასნოდარი (პირველი მატჩი 2:3)

გოლები: 1:0 რადონიჩი (7), 2:0 კანგა (46), 1:2 გრანკვისტი (82, პენ)

ჰაიდუკი - ევერტონი 1:1 (პირველი მატჩი 0:2)
გოლები:
1:0 რადოშევიჩი (43), 1:1 სიგურდსონი (46)

აუსტრია - ოსიეკი 0:1 (პირველი მატჩი 2:1)

გოლი: ბობანი (62)
მკითხველის კომენტარები / 1 /
დღეს ბრიუგე, აეკი , ჰაიდუკი ისევ მაღალ დონეზე თამაშობენ როცა მათთან თანაბრად მოთამაშე გუნდები დინამო, დილა(სულაც გააგდო ჰაიდუკი) თითქმის დაშლილები არიან ზესტაფონი აღარ არსებობს ამაზე მწყდება გული მთავარია სტაბილურობა 10 წელი არ შეიძლება გუნდმა ერთი შემადგენლობით ითამაშოს 5 მაინც. დაბოლოს ჯიღაურზე რომ იძახოდნენ რატომ გადავიდა მაკედონიაში სათამაშოდ დონე იგივეაო ნახეთ რა განსხვავებაც არის ბოლოს და ბოლოს მაკედონიამ U21-ზე ითამაშა
გენო
10:39 25-08-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული