24 წლის შემდეგ - "მილანმა" ევროტურნირზე 6 გოლი გაიტანა

AutoSharing Option
"მილანმა" ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზური პლეი-ოფის პირველივე მატჩის შემდეგ გაინაღდა, დაამარცხა რა მაკედონიური "შკენდრია" ანგარიშით 6:0.

ეს არის პირველი შემთხვევა ბოლო 24 წლის განმავლობაში, როდესაც "მილანმა", ევროტურნირის მატჩში, მეტოქის კარში 6 ბურთი გაიტანა. ბოლოს ასეთი რამ 1993 წლის ოქტომბერში, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, "კოპენჰაგენთან" შეხვედრაში მოხდა. იმ სეზონში "როსონერიმ" ჩემპიონობა იზეიმა.

გუშინდელ თამაშში ვინჩენცო მონტელას გუნდმა პირველ ტაიმში 3 გოლი გაიტანა. "მილანმა" ევროტურნირის მატჩში ასეთი რამ 2005 წლის შემდეგ პირველად გააკეთა. გემახსოვრებათ, რა მოხდა ჩემპიონთა ლიგის 2005 წლის ფინალში,
როდესაც იტალიელები "ლივერპულთან" პირველი ტაიმის შემდეგ 3:0-ს იგებდნენ.

- ევროპა ლიგა. პლეი-ოფი. I მატჩები: "მილანი" 6:0-ით იწყებს [VIDEO]
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული