იამალი: "რეალს" ბრძოლას გავუმართავთ

AutoSharing Option
"ბარსელონას" 16 წლის გარემარბი ლამინ იამალი ამბობს, რომ ლა ლიგის მოგებისთვის ბრძოლა შეუძლიათ.

"ვფიქრობ, ყველა ტურნირზე, რომლებზეც ჯერ კიდევ ვაგრძელებთ მონაწილეობას, გამარჯვებაზე ოცნება შეგვიძლია. როდესაც შანსი არსებობს, ყოველთვის გაქვს წარმატების შანსი. თუ "რეალი" ქულებს დაკარგავს, "ბარსელონა" აგრძნობინებს, რომ მის სიახლოვესაა. ჩვენ ბრძოლის გამართვას ვაპირებთ", - ციტირებს ლამინ იამალს Barca Universal-ი.

29 ტურის შემდეგ ჩემპიონატზე "ბარსელონა" ლიდერ "რეალს" 8 ქულით ჩამორჩება.

ასევე დაგაინტერესებთ