რამოსი და ბენზემა კვლავ ერთად? - "სევილიას" ვეტერანი მცველის შენარჩუნება გაუჭირდება

AutoSharing Option
AS-ის ცნობით, დიდია იმის შანსი, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ სერხიო რამოსმა "სევილია" დატოვოს.

ანდალუსიელებს კლუბის ვეტერანთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურთ, თუმცა ფინანსური პრობლემები აქვთ, რადგან ევროტურნირების საგზურს ვეღარ მოიპოვებენ.

თავის მხრივ, 37 წლის უკანახაზელის მიმართ ინტერესს "ალ-იტიჰადი" იჩენს, სადაც სერხიოს ყოფილი თანაგუნდელი კარიმ ბენზემა ასპარეზობს.

რამოსი "სევილიას" სექტემბერში დაუბრუნდა. მან ყველა ტურნირზე 26 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 1 გოლი და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
ასევე დაგაინტერესებთ