რონალდოს მსგავსად სურს - მბაპეს პრეზენტაციის დეტალები მადრიდის "რეალში"

AutoSharing Option
El Chiringuito-ს ჟურნალისტი ედუ აგირე წერს, რომ კილიან მბაპეს მადრიდის "რეალში" პრეზენტაცია კრიშტიანო რონალდოს მსგავსად სურს.

მოგეხსენებათ, გადაწყვეტილი ამბავია, რომ ფრანგი "სამეფო გუნდს" ამ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტასტუსით შეუერთდება.

მას უნდა, რომ "ბლანკოსმა" ევრო 2024-ის დაწყებამდე, 14 ივნისს წარადგინოს. ინფორმაციისთვის, როდესაც კრიშტიანო 2009 წელს "რეალში" გადავიდა, მის პრეზენტაციას "სანტიაგო ბერნაბეუზე" 85000-ზე მეტი მაყურებელი დაესწრო.

მბაპეს სურვილია, რომ ახლა მისი პრეზენტაციის დროს არანაკლები ადამიანი მოვიდეს.
ასევე დაგაინტერესებთ