38 წლის მოდრიჩმა თავის მომავალზე გააკეთა განცხადება

AutoSharing Option
"რეალის" 38 წლის ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა თავის მომავალზე გააკეთა განცხადება:

"ჩემი გეგმა "რეალში" შემოქმედებითი ისტორიის გაგრძელება, მატჩების და ტიტულების მოგებაა. იმედია, ეს ამ სეზონში მოხდება. ვიმედოვნებ, რომ სიამოვნებას ყოველი მომენტით მივიღებ, რადგან არასოდეს არ იცი, ეს რამდენად დიდხანს გაგრძელდება მსოფლიოს საუკეთესო კლუბში".

მიმდინარე სეზონში მოდრიჩმა 20 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა. ხორვატს "რეალთან" კონტრაქტი ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.