"რეალის" ყოფილმა მეკარემ კარიერა 42 წლის ასაკში დაასრულა

AutoSharing Option
"რეალის" ყოფილმა მეკარემ, დიეგო ლოპესმა, ფეხბურთელის კარიერა 42 წლის ასაკში დაასრულა, - იტყობინება "მუნდო დეპორტივო".

დიეგო ლოპესს "რაიო ვალეკანოსთან" კონტრაქტი ზაფხულში დაუსრულდა და მას შემდეგ უგუნდოდ იყო.

ლოპესი "რეალში", "მილანში", "ვილიარეალში", "სევილიასა" და "ესპანიოლში" თამაშობდა. მას ესპანეთის ნაკრებში ერთი მატჩი აქვს ჩატარებული.