"რეალმა" "ნაპოლისთან" შეხვედრამდე "კადისი" გაანადგურა

AutoSharing Option
ლა ლიგის მეთოთხმეტე ტურში „რეალმა“ გასვლაზე „კადისი“ 3:0 დაამარცხა.

სასტარტოდან თამაში ბრაიმს უნდა დაეწყო, მაგრამ ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა და მწვრთნელმა ანჩელოტიმ მის ნაცვლად ძირითადში როდრიგო დააყენა, რომელმაც დუბლი შეასრულა და საგოლე გადაცემა გააკეთა. მან კლუბში ბოლო 3 მატჩში 5 გოლი გაიტანა.

ბელინგემმაც გაიტანა, რომელიც 11 გოლით პრიმერას ბომბარდირია. მის ანგარიშზე "სამეფო გუნდში" ყველა ტურნირზე 15 მატჩში 14 გოლია.

„რეალი“ 35 ქულით პირველ ადგილზეა, უახლოეს მდევარ „ჟირონას“ 1 ქულით უსწრებს და შემდეგ შეხვედრას 30 ნოემბერს სახლში ჩემპიონთა ლიგაზე „ნაპოლისთან“ ჩაატარებს. „ჟირონა“
28 ნოემბერს „ბილბაოს“ უმასპინძლებს და ლიდერობის დაბრუნებას შეეცდება.

კადისი. „ნუევო მირანდილია“. 20 325 მაყურებელი
კადისი - რეალი 0:3
გოლები: 0:1 როდრიგო (14), 0:2 როდრიგო 64), 0:3 ბელინგემი (74)

ასევე დაგაინტერესებთ