"მესიმ ფანტასტიკური მუნდიალი ჩაატარა" - ბელინგემი "ოქროს ბურთის" დაჯილდოვებაზე

AutoSharing Option
2023 წლის "ოქროს ბურთის" დაჯილდოების ცერემონიალზე გასული სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის წოდება მადრიდის "რეალის" ვარსკვლავ ჯუდ ბელინგემს მიანიჭეს.

ამ პრიზის დასაკუთრების შემდეგ ინგლისელმა შემდეგი თქვა:

"მსოფლიო ჩემპიონატის წელიწადი იყო და ლიონელ მესიმ ფანტასტიკური მუნდიალი ჩაატარა. ის იმსახურებს "ოქროს ბურთის" მოგებას.

მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ, ვინც "ბირმინგემიდან" "დორტმუნდამდე" გვერდში მედექით და ახლა ამას "რეალში" აკეთებთ. წინ ბევრი რამ გველოდება", - თქვა ბელინგემმა.
ასევე დაგაინტერესებთ