"ჟირონამ" გაიმარჯვა და გალიდერდა

AutoSharing Option
ლა ლიგის მეთერთმეტე ტურში „ჟირონამ“ საკუთარ მოედანზე „სელტა“ 1:0 დაამარცხა.

გოლი კომპენსირებულ დროში ნახევარმცველმა იანხელ ერერამ გაიტანა. კატალონიურმა გუნდმა ამ სეზონში პრიმერაზე ჩატარებული 11 მატჩიდან 9 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა და 1 წააგო.

„ჟირონა“ 28 ქულით გალიდერდა და 4 ნოემბერს სტუმრად „ოსასუნას“ დაუპირისპირდება. თუ დღეს ელ კლასიკოში „რეალმა“ გაიმარჯვა, „ჟირონას“ დაეწევა.

ჟირონა. „მონტილივი“
ჟირონა - სელტა 1:0
გოლი: ერერა (90+1)

alt"ჟირონამ" მოიგო და "რეალს" დაეწია

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული