ზიდანი: "რეალის" ჩემპიონთა ლიგიდან მოკვეთა აბსურდია

AutoSharing Option
"რეალის" მწვრთნელს, ზინედინ ზიდანს მიაჩნია, რომ მის გუნდს ჩემპიონთა ლიგის შემდეგი გათამაშებიდან არ მოჰკვეთენ.

"ჩვენ ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლება გვაქვს. ეს ხმები - აბსურდია. მატჩებისთვის მოვემზადებით", - ციტირებს ზიდანს "მარკა".

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უეფას აღმასკომის წევრების ნაწილი "რელის" ჩემპიონთა ლიგის მომავალი გათამაშებიდან მოკვეთის მომხრე იყო, თუმცა დღეს, 23 აპრილს, ცნობილი გახდა, რომ არავის არ დასჯიან.