"ბარსელონა" სეტიენს სეზონის ბოლოს გაათავისუფლებს

AutoSharing Option
ენრიკე სეტიენი, რომელიც "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელია, სავარაუდოდ, შემდეგ სეზონში გუნდის თავკაცი აღარ იქნება.

"ბარსას" ხელმძღვანელობა სეტიენით უკმაყოფილოა და მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიტოვებს გუნდში, თუ პრიმერა დივიზიონსა და ჩემპიონთა ლიგას მოიგებს.

ამჟამად კატალონიელები ლა ლიგაში მეორე ადგილზე არიან და პირველადგილოსან მადრიდის "რეალს" 2 ქულით ჩამორჩებიან. ჩემპიონთა ლიგაზე კი "ნაპოლის" უნდა შეხვდნენ საპასუხო მატჩში. პირველი შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

სეტიენის წინააღმდეგნი გუნდის კაპიტანი ლიონელ მესი და ჟერარდ პიკე არიან. მათ არ მოსწონთ ესპანელი სპეციალისტის ტაქტიკები და კომენტარები.

კიკე სეტიენმა "ბარსელონა" იანვარში
ჩაიბარა. მისი კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი. ახალი მწვრთნელის პოტენციური კანდიდატი გუნდის ლეგენდა ხავი ერნანდესი გახლავთ.

ასევე დაგაინტერესებთ