"ატლეტიკო" "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელით დაინტერესდა

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი ნემანია მატიჩი მადრიდის "ატლეტიკოს" ინტერესთა სფეროში შედის.

Fichajes.net-ის ცნობით, შეთანხმება, შესაძლოა, უახლოეს ზაფხულში შედგეს. აღსანიშნავია, რომ 31 წლის სერბ ფეხბურთელს კონტრაქტი მიმდინარე წლის 30 ივნისს ეწურება, რაც იმას ნიშნავს, რომ "ატლეტიკოს" მისი შეძენა თავისუფალი აგენტის უფლებით შეეძლება.

მატიჩი "მანჩესტერ იუნაიტედში" 2017 წელს "ჩელსიდან" 45 მილიონ ევროდ გადმოვიდა.

მიმდინარე სეზონში ნახევარმცველმა 22 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ერთხელ გოლიც გაიტანა და 2-ჯერ შედეგიანი გადაცემა მიიწერა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
უკვე გაუხანგრძლივეს 1 წლით, დარჩება კლუბში. ატლეს ხელი მოეცარა
რადდ
16:53 10-03-2020
0

სიახლეები პოპულარული