დიეგო სიმეონე: ვალვერდეს სწორედ ეს ვუთხარი...

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ ესპანეთის სუპერთასის მატჩში "რეალთან" მარცხის შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

"ვალვერდეს წითელი ბარათი? სწორედ ამ მოქმედებით მოიგო მან შეხვედრა. ეს ფედესთვის მატჩის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი იყო.

რა ვუთხარი მას? რა და: "არ ინერვიულო, ნებისმიერი პროფესიონალი შენს ადგილას იმავეს გააკეთებდა".

3 დღის განმავლობაში მსოფლიოს 2 საუკეთესო გუნდს შევხვდით. მინდა ვთქვა, რომ ძალიან კარგად ვითამაშეთ. ფინალში 90 წუთის განმავლობაში მეტოქეს არაფერში ჩამოვრჩებოდით. საკუთარი გუნდით ვამაყობ", - განაცხადა ჩოლომ.

alt"რეალმა" პენალტების სერიაში "ატლეტიკო" დაამარცხა და ესპანეთის სუპერთასს დაეუფლა

[VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
ისე ეგენი ზედა ეშელონის ესპანური კლუბები მაგრად არიან გაწაფულები ბარსელონასთან თავის მოკვლით და რეალთან დაწოლით.
ddgfdf
15:41 17-01-2020
1

სიახლეები პოპულარული