"რეალი" რაფაელ ვარანის შემცვლელს ეძებს - ზიდანს კულიბალი უნდა, პერესს ხიმენესი

AutoSharing Option
"რეალი" შესაძლოა, ცენტრალურმა მცველმა რაფაელ ვარანმა დატოვოს და უკვე შეუდგნენ მისი შემცვლელის ძებნას.

ამ ინფორმაციას AS-ი ავრცელებს: კანდიდატი ორია - კალიდუ კულიბალი (ნაპოლი) და ხოსე ხიმენესი (ატლეტიკო).

გამოცემა ამტკიცებს, რომ კულიბალის კანდიდატურას მხარს გუნდის მწვრთნელი ზინედინ ზიდანი უჭერს, ხოლო ხიმენესისას კლუბის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი.

კულიბალის კონტრაქტის გამოსასყიდი ფასი 150 მილიონი ევროა, ხიმენესისა კი - 120 მილიონი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული