გადაყენებული ლოპეტეგის ნაცვლად "რეალს" 15 დღე სოლარი უხელმძღვანელებს

AutoSharing Option
ამ ამბავს "მარკა" ავრცელებს: "რეალის" დირექტორთა საბჭოს თერთმეტმა წევრმა ვერ მიიღო ახალი მწვრთნელის დანიშვნის გადაწყვეტილება.

გადაყენებული ხულენ ლოპეტეგის ნაცვლად გუნდს 15 დღის განმავლობაში "კასტილიას" თავკაცი სანტიაგო სოლარი უხელმძღვანელებს. საქმე იმაში გახლავთ, რომ არსებული წესის თანახმად, დროებით მწვრთნელს გუნდის სათავეში ყოფნა მხოლოდ 15 დღე შეუძლია, შემდეგ კი მას ან ხელშეკრულება უნდა გაუფორმონ ან სხვა მწვრთნელი უნდა დანიშნონ.

სოლარი 31 ოქტომბერს "რეალს" ესპანეთის თასის მატჩზე "მელილიასთან" სათამაშოდ წაიყვანს. შემდეგ? შემდეგ რა მოხდება, თავად ბლანკოსის ხელმძღვანელებმა არ იციან.

მოკლედ, ძალიან გაურკვეველი ვითარებაა.

შეგახსენებთ,
ანტონიო კონტეს კლუბის პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა კონტრაქტის მხოლოდ სეზონის ბოლომდე გაფორმება შესთავაზა, რაზეც მან უარი განაცხადა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული