ივან რაკიტიჩი: ოღონდ "ბარსელონამ" თასი მოიგოს და მეორე თითსაც მოვიტეხავ

AutoSharing Option
"ბარსელონას" ნახევარმცველმა ივან რაკიტიჩმა "რომასთან" ჩემპიონთა ლიგის განმეორებით 1/4-ფინალურ მატჩში მოტეხილ ხელის მარცხენა თითზე ოპერაცია გაიკეთა, თუმცა ესპანეთის თასის ფინალში "სევილიასთან" სათამაშოდ მზადაა:

"პირველად ექიმებს ის ვკითხე, როდის შევძლებდი თამაშს. დავბრუნდი და მინდა, ყველა ვარჯიშზე ბოლომდე დავიხარჯო. მიხარია თანაგუნდელებთან ერთად ყოფნა. დასვენებამ შეიძლება ხანდახან რიტმიდან ამოგაგდოს.

არ მიყვარს თამაშის ტელევიზორში ყურება, რადგან მაშინ უფრო ვნერვიულობ. თამაშის დრო მოვიდა. ოღონდ "ბარსელონამ" თასი მოიგოს და მეორე თითსაც მოვიტეხავ".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული