გაბრიელ მერკადო: მესის რომ ჩავარტყა, არგენტინაში ვერ დავბრუნდები

AutoSharing Option
"სევილიას" მცველმა გაბრიელ მერკადომ "ბარსელონასთან" ესპანეთის თასის მატჩამდე ლიონელ მესისთან სამომავლო დაპირისპირებაზე ისაუბრა.

"მესის რომ ჩავარტყა, არგენტინაში ვერ დავბრუნდები. ლეს გაჩერება, მასზე დაჯარიმება არ შეიძლება. შენ მას მისდევ, ის კიდევ საკუთარი თამაშისგან სიამოვნებას იღებს.

მესი საუკეთესოა, ამას განხილვა არ სჭირდება. მოედანზე ის ყველგანაა: გოლები გააქვს, საგოლე გადაცემებს აკეთებს..

დაცვაში დიდი მოცულობის სამუშაოს ჩატარება მოგვიწევს, იდეალურად უნდა ვითამაშოთ. ჩვენ ტიტულზე ვოცნებობთ და ამას ვერ წაგვართმევენ", - თქვა მერკადომ.

მომზადებულია AS-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული