ლა ლიგა. XXXIII ტურის წინ: "ბარსა" გალისიაში, "რეალი" ბასკების წინააღმდეგ

AutoSharing Option
"ბარსელონას" კიდევ ერთი შანსი, მიუახლოვდეს ჩემპიონის ტიტულს; "სამეფო კლუბი" ბასკების წინააღმდეგ "სანტიაგო ბერნაბეუზე", "ბარსას" ერთადერთი "მდევარი" "ატლეტიკო" კი ბასკეთში მიდის...

ამიერიდან "ბარსას" ყოველი არწაგება მის საოცარ რეკორდულ სერიას ზრდის, თუმცა "სელტა" კატალონიურ გრანდს უხერხულ მეტოქედ ჩამოუყალიბდა. არ წააგებს "ბარსა" მე-40 მატჩსაც ზედიზედ? ამას დღეს ვიგოში შევიტყობთ.

ანტუან გრიზმანი იმ გუნდის წინააღმდეგ სათამაშოდ მიდის, რომელმაც საფეხბურთო სამყაროს გააცნო ფრანგი. გრიზმანი ბრწყინვალე ფორმაშია, "ლევანტეს" მან სეზონის მე-19 გოლი გაუტანა, აქედან 14 კი წლევანდელზე მოდის.

მალე, წესით, "ბილბაოს" თავკაცად ედუარდო ბერიცოს ვიხილავთ, ჯერ
კიდევ კუკო სიგანდას გუნდი კი "სანტიაგო ბერნაბეუზე" ჩადის. "ბილბაო" სრულიად უმოტივაციოა და მისთვის შეუფერებელ მე-13 ადგილს იკავებს.

ფაქტები
  • ამ სეზონში ყველაზე მეტი ზუსტი პასი ივან რაკიტიჩს ("ბარსელონა") აქვს გაკეთებული - 1999.
  • "ბარსელონას" ესპანეთის ჩემპიონატში 39 მატჩია, რაც არ წაუგია.
  • "რეალმა", ყველა ტურნირის ჩათვლით, ბოლო 13 საშინაო მატჩიდან 13-ვე მოუგო "ბილბაოს".
  • "ბარსელონამ" ბოლო 5 ტურში, სულ მცირე, 2-2 გოლი მაინც გაიტანა.
  • "ატლეტიკოს" ბოლო 36 ტურიდან 33-ში არ წაუგია.
  • "სოსიედადს" ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო 3 მატჩში გოლი არ გაუშვია.

ლა ლიგა. XXXIII ტური
სამშაბათი, 17 აპრილი
დეპორტივო-სევილია 21:30
სელტა-ბარსელონა 23:00
ვილიარეალი-ლეგანესი 23:30

ოთხშაბათი, 18 აპრილი
ესპანიოლი-ეიბარი 21:30
ვალენსია-ხეტაფე 21:30
რეალი-ბილბაო 23:30

ხუთშაბათი, 19 აპრილი
სოსიედადი-ატლეტიკო 21:30
ალავესი-ჟირონა 21:30
ლევანტე-მალაგა 23:30
ბეტისი-ლას პალმასი 23:30

ბომბარდირები: 29 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 23 - კრიშტიანო რონალდო (რეალი), ლუის სუარესი (ბარსელონა); 19 - იაგო ასპასი (სელტა), ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო); 17 - კრისტიან სტუანი (ჟირონა); 15 - როდრიგო მორენო (ვალენსია).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
სიახლეები პოპულარული
ლა ლიგა
#
გუნდი
32
21
8
3
39
71
33
20
8
5
44
68
33
20
5
8
26
65
32
16
4
12
0
52
33
14
6
13
-11
48
33
12
9
12
7
45
33
12
8
13
6
44
32
12
8
12
-5
44
33
12
7
14
-9
43
33
9
13
11
-3
40
33
11
7
15
-14
39
32
12
2
18
-16
38
33
8
12
13
-14
36
32
6
13
13
-20
31
33
6
9
18
-33
27
32
4
6
22
-30
17