დემბელეს "ბარსელონაში" გრიზმანის შესაძლო გადასვლა არ აშინებს

AutoSharing Option
20 წლის თავდამსხმელი უსმან დემბელე ზაფხულში "ბარსელონას დატოვებას არ აპირებს.

"ამ გუნდში მხოლოდ პირველ სეზონს ვატარებ და არსად წასვლას არ ვაპირებ. მე კლუბთან ხუთსეზონიანი კონტრაქტი მაქვს გაფორმებული. ჰოდა, აქ დიდხანს დავრჩები.

კონკურენციის გაძლიერება თუ გრიზმანი ჩვენს გუნდში გადმოვა? ეს "ბარსაა". აქ მუდამ ასეა. კოუტინიოს გადმოსვლაც გამიხარდა", - განუცხადა დემბელემ Goal.com-ს.

ზაფხულში 105 მილიონ ევროდ შეძენილმა უსმანმა პრიმერას 12 მატჩში 5 საგოლე გადაცემა გააკეთა, გოლი კი ჯერ არ გაუტანია.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს ბარსაა კი არა, ეს მესია, არ გეყოლებათ მალე მესი და ვნახოთ ერთი რა გუნდიც იქნებით, უბრალოდ ძალიან გაუმართლა. არსას, რომ ეს გენიოსი ჩაიგდო ხელში, პლუს ინიესტა
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული