ერნესტო ვალვერდე: ლეო მესის სამუნდიალოდ საკმაო ენერგია აქვს

AutoSharing Option
დღეს, ლა ლიგას 33-ე ტურში "ბარსელონა" ვიგოში "სელტას" ხვდება. კატალონიური გუნდის მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ თავდამსხმელ ლეო მესის ფორმაზე გააკეთა კომენტარი:

"შეიძლება მესიც დავასვენო და ზოგიერთი სხვა წამყვანი ფეხბურთელებიც. სანერვიულო არაფერია, მან წინა ტურში შესანიშნავად ითამაშა.  არგენტინაშიც ყველანი მშვიდად არიან. მესის სამუნდიალოდ საკმაო ენერგია აქვს.

ეს თამაში დაძაბული შეხვედრების შემდეგ გვიწევს, შემადგენლობა უნდა შევცვალო და გადავახალისო. "სელტას" ამ სეზონში უკვე სამჯერ დავუპირისპირდით. ეს გუნდი კარგად ასპარეზობს და ევროტურნირზე გასასვლელად იბრძვის. სამი ქულა უნდა ავიღოთ, მაგრამ მძიმე ბრძოლა გველის.

ინიესტა ჯერ არ
წასულა. სხვა ფეხბურთელებსაც დაუტოვებიათ "ბარსა", თუმცა ცხოვრება გრძელდება. ჯერ არაფერი არ განცხადებულა. არ მინდა ამ თემაზე საუბარი".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული