ლეო მესი: ბავშვობაში სიმაღლეში გასაზრდელად ყოველდღე ნემსს ვიკეთებდი

AutoSharing Option
"ბარსელონას" თავდამსხმელმა ლეო მესიმ თქვა, რომ სიმაღლის ჰორმონის ნემსებს იკეთებდა. ახლა ის 170 სანტიმეტრი სიმაღლისაა.

"ფეხებში ვიკეთებდი სიმაღლის ჰორმონის ნემსს. ყოველ საღამოს. ხან ერთ და ხან მეორე ფეხზე. მაშინ 12 წლის ვიყავი. 8 წლიდან მშობლები მიკეთებდნენ, როდესაც გავიგე რა იყო, მერე თავად დავიწყე გაკეთება.

ნემსი ძალიან პატარა იყო და ჩხვლეტას საერთოდ ვერ ვგრძნობდი. ჩემთვის ეს პროცედურა რაღაც რუტინული იყო. უნდა გამეკეთებინა და ვაკეთებდი. ეს ნორმალურია", - განუცხადა ლიონელმა AmericaTV-ს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული