ლა ლიგა. XXIX ტურის წინ: ერნესტო ვალვერდე ბასკების წინააღმდეგ

AutoSharing Option
ლეო მესი და კომპანია "ბილბაოს" მასპინძლობს, რომელიც ცხრილის შუაში უმოტივაციოა.

შეგახსენებთ, რომ ერნესტო ვალვერდე სწორედ "ბილბაოს" ექსთავკაცია. ვალვერდემ უკვე მოუგო ერთხელ ყოფილ გუნდს - "სან მამესზე" "ბარსამ" მესისა და პაულინიოს გოლებით ბასკები 2:0 დაამარცხა.

"ატლეტიკო" სტუმრად "ვილიარეალს" ხვდება, რომელიც დიეგო სიმეონეს ეპოქაში, რატომღაც, უხერხული მეტოქე გახდა მადრიდული კლუბისთვის. "ყვითელ წყალქვეშა ნავს", ალბათ, ამჯერადაც აქვს მოფიქრებული უსიამოვნო სიურპრიზი "ლოს კოლჩონეროსისთვის".

"რეალი" "სანტიაგო ბერნაბეუზე" შურისძიებას აპირებს - პირველ წრეში ზინედინ ზიდანის გუნდმა "ჟირონასთან" დათმო და ეს ამბავი ჯერაც ვერ მოუნელებია. თანაც, "ვალენსია"
მესამე ადგილისთვის კვლავ აქტიურად იბრძვის - მეტიც, "ლოს ჩე" "რეალზე" უკეთესი "გრაფიკით" მიიწევს წინ.

ნაკლებად მოსალოდნელია, რომ "ღამურებს" "მესტალიაზე" პრობლემები შეექმნათ "ალავესთან", რომელმაც უბრალოდ არ იცის სტუმრად თამაში.

ფაქტები
  • "ბარსელონამ" ლა ლიგის ბოლო 25 საშინაო მატჩიდან 23 მოიგო.
  • ბილბაოს "ატლეტიკმა" ლა ლიგაში ბოლო სამ საგარეო მატჩში ვერ მოახერხა გოლის გატანა.
  • "ბილბაოს" ბოლო 8 ტურიდან 7-ში მატჩში 2 გოლზე მეტი გადიოდა.
  • "ბილბაომ" "ბარსელონას" ბოლოს 2017 წლის იანვარში თასზე მოუგო - 2:1.
  • "რეალმა" ლა ლიგის ბოლო 29 საშინაო მატჩიდან 24-ში სულ მცირე, 22 გოლი გაიტანა.
  • "რეალი" ჩემპიონატში ბოლო 38 საშინაო მატჩიდან 34-ში დაუმარცხებელია.
  • პირველ წრეში "ჟირონამ" "რეალს" 2:1 მოუგო.
  • "ატლეტიკო" ლა ლიგის ბოლო 32 მატჩიდან 30-ში დაუმარცხებელია.
  • "ატლეტიკომ" ბოლო 8 ტურიდან 6-ში კარი "მშრალად" შეინახა.
  • "ატლეტიკომ" "ვილიარეალს" ბოლოს 2015 წლის აპრილში მოუგო - 1:0.
  • "ლეგანესმა" ბოლო 8 ტურიდან 6-ში გოლი ვერ გაიტანა.
  • "ესპანიოლმა" ბოლო 3 დაპირისპირება მოუგო "ბეტისს".
  • "ესპანიოლმა" ბოლო 3 საგარეო ტური ფრედ დაასრულა.
  • "ვალენსიამ" "ალავესს" შინ ბოლო 4 მატჩი მოუგო.
  • "ვალენსიამ" ლა ლიგაში ბოლო 6 მატჩიდან 5 მოიგო.
  • "ალავესმა" ლა ლიგაში ბოლო 6 საგარეო მატჩიდან 5 წააგო.
  • "ხეტაფეს" სტუმრად 11 ტურია, რაც არ მოუგია.

ლა ლიგა. XXIX ტური
პარასკევი, 16 მარტი
ლევანტე-ეიბარი 2:1
გოლები: 1:0 მარტი როჯერი (25), 1:1 ჩარლზი (63), 2:1 მანუელ ბოატენგი (64)

შაბათი, 17 მარტი
დეპორტივო-ლას პალმასი 16:00
ვალენსია-ალავესი 19:15
სოსიედადი-ხეტაფე 21:30
ბეტისი-ესპანიოლი 23:45

კვირა, 18 მარტი
ლეგანესი-სევილია 15:00
ბარსელონა-ბილბაო 19:15
სელტა-მალაგა 21:30
ვილიარეალი-ატლეტიკო 21:30
რეალი-ჟირონა 23:45

ბომბარდირები: 24 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 21 - ლუის სუარესი (ბარსელონა), 18 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 16 - იაგო ასპასი (სელტა), ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული