ანდრე გომეში: "ბარსელონაში" ყოფნა ჯოჯოხეთად გადამექცა

AutoSharing Option
"ბარსელონას" ნახევარმცველმა ანდრე გომეშმა AS-ს განუცხადა, რომ გუნდში თავისი მდგომარეობით უკმაყოფილოა:

"თავს კარგად არ ვგრძნობ. პირველი 6 თვე ჩემთვის ყველაფერი კარგად მიდიოდა, მერე კი ვითარება შეიცვალა. შესაძლოა, სიტუაციას არასწორად გადმოვცემ, მაგრამ აქ ყოფნა ჯოჯოხეთად გადამექცა, რადგან დიდ ზეწოლას ვგრძნობ. ასეთ ატმოსფეროში თამაში მიჭირს.

ვარჯიშებზე ყველაფერი ნორმალურადაა, თანაგუნდელებთან კარგ ურთიერთობაში ვარ, თუმცა ხანდახან თვითდაჯერებული არა ვარ და ეს ვარჯიშებთანაა დაკავშირებული. მაგალითად, განვლილ მატჩზე ვნერვიულობ.

რამოდენიმეჯერ სახლიდან გასვლა არ მინდოდა, რადგან ქუჩაში ხალხთან შეხვედრა მრცხვენოდა. ასეთ დროს არავისთან არ ვურთიერთობ. ცუდ რამეებზე
ვფიქრობ და იმაზე, თუ რა უნდა ვაკეთო. თუმცა, პარტნიორები ძალიან მეხმარებიან".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული