"ბარსელონაში" უსმან დემბელეს ცხოვრების წესით უკმაყოფილოები არიან

AutoSharing Option
Cadena Ser-ი იუწყება, რომ "ბარსელონაში" უკმაყოფილოები არიან 20 წლის ნახევარმცველის, უსმან დემბელეს კლუბისათვის მიუღებელი ცხოვრების წესით და ამას გარდა, ის დანიშნულ დიეტას არ იცავს.

თუმცა, ამას ფეხბურთელის ასაკით და გამოუცდელობით ხსნიან.

გამოცემა არ აკონკრეტებს, რა იგულისხმება "მიუღებელ ცხოვრების წესში", მაგრამ ფაქტია, მისი ტრანსფერი "ასულგრანას" ძალიან ძვირი დაუჯდა, ჯერ გუნდისათვის რეალური სარგებელი არ მოუტანია და იმისათვის, რათა კუჭის პრობლემა მოუწესრიგდეს, პირადი მზარეული აუყვანეს.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ არაა გამორიცხული, უსმანი იჯარით "ჩელსიში" გაუშვან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული