ზინედინ ზიდანმა დანიელ სებალიოსს ბოდიში მოუხადა

AutoSharing Option
"ლეგანესთან" ლა ლიგას მე-16 ტურის გამოტოვებულ მატჩში "რეალის" მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა მხოლოდ 30 წამით შეუშვა მოედანზე ნახევარმცველი დანიელ სებალოსი, რომელიც ბურთს საერთოდ არ შეხებია და შემდეგ ზიზუმ ფეხბურთელს მოუბოდიშა.

"გაღიზიანებული გავიდა გასახდელში. მე მას უკვე მოვუხადე ბოდიში. თავად არ მომეწონა მთელი ეს სიტუაცია. მიხარია, რომ დანიელი ჩემს გუნდშია.

ახალგაზრდაა, ყველაფერი წინა აქვს და მუშაობა უნდა გააგრძელოს. ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად ბრძოლა მართებს. ვფიქრობ, მეტ სათამაშო დროს მივცემ".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული