მადრიდის "რეალი" კეინის ტრანსფერში ორ ფეხბურთელს ჩართავს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ლონდონის "ტოტენჰემის" ფორვარდის, ჰარი კეინის გადასაბირებლად ყველაფერს იღონებს. ამის შესახებ ესპანური გამოცემა Don Balon-ი იუწყება.

"სამეფო გუნდი" აღნიშნულ ტრანსფერში კარიმ ბენზემასა და მატეო კოვაჩიჩის ჩართვას გეგმავს. თავის მხრივ კი, ინგლისელები ფორვარდის სანაცვლოდ 200 მილიონ ფუნტ სტერლინგს ითხოვენ.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რას ფიქრობს ამ შეთავაზებასთან დაკავშირებით "ტოტენჰემის" ხელმძღვანელობა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული