ზინედინ ზიდანი: ვასკესი და ასენსიო ჩემთვის მუდამ მნიშვნელოვანი ფეხბურთელები იყვნენ

AutoSharing Option
ლა ლიგაზე "ლეგანესთან" მოგებული შეხვედრა (3:1) "რეალის" მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა შემდეგნაირად შეაფასა:

"ვასკესი და ასენსიო ჩემთვის მუდამ მნიშვნელოვანი ფეხბურთელები იყვნენ. გამახარა ლუკასის გოლმა. მან ეს დაიმსახურა. ორივე ჩინებულად გაისარჯა, ისევე როგორც მთელი გუნდი.

კოვაჩიჩსაც შევაქებ. ამ სეზონში ხშირად არ უწევს თამაში, მაგრამ დღეს ურიგოდ არ უასპარეზია. ბეილითაც კმაყოფილი ვარ. არ უნდა ვიჩქაროთ, ნაბიჯ-ნაბიჯ გვმართებს წინსვლა.

გადატვირთული კალენდარი გვაქვს და ამიტომ მივმართავ როტაციას. გუნდი ფორმაში შევიდა. ჩემი ფეხბურთელების იმედი მაქვს. გასულ სეზონშიც ბევრი გოლები გაგვქონდა მატჩების ბოლოს. ბიჭებს რწმენა დაუბრუნდათ, თვითდაჯერებულები
გახდნენ. უნდა გვჯეროდეს საკუთარი თავის".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული