ჩაბი ალონსო: მწვრთნელობა? მხოლოდ ერთ შემთხვევაში...

AutoSharing Option
ყოფილმა ესპანელმა ფეხბურთელმა ჩაბი ალონსომ, რომელმაც საფეხბურთო კარიერა 2017 წელს დაასრულა, თავისი მომავალი გეგმების შესახებ ისაუბრა. "ბაიერნის" ყოფილი ნახევარმცველის თქმით, მან შესაძლოა მწვრთნელობა სცადოს, მაგრამ სათავეში მხოლოდ "სოსიედადს" ჩაუდგება. 

"ერთ დღეს თუ მწვრთნელი გავხდები, მინდა სათავეში "სოსიედადს" ჩავუდგე. მსურს, ამ კლუბს დამატებით ის შევძინო, რაც საფეხბურთო კარიერის განმავლობაში ვერ მივეცი.

მაგრამ მე ჯერჯერობით არ გადამიწყვეტია, დავბრუნდები თუ არა ფეხბურთში და დავიწყებ სამწვრთნელო საქმიანობას. "სოსიედადის" მაისურით ჩატარებული მატჩები არასდროს დამავიწყდება", - აღნიშნა ალონსომ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული