"ვილიარეალის" ნახევარმცველი რუბენ სემედო ადამიანის გატაცებაშია ეჭვმიტანილი

AutoSharing Option
"ვილიარეალის" 23 წლის პორტუგალიელი ცენტრალური მცველი რუბენ სემედო ისევ შარში გაეხვა.

"მუნდო დეპორტივოს" ცნობით, ერთმა მამაკაცმა პოლიციას მიმართა. ის ამტკიცებს, რომ 12 თებერვალს სემედომ და კიდევ ორმა პიროვნებამ გაკოჭა, გაიტაცა, სახლში ჰყავდათ გამომწყვდეული, შემდეგ კი გასაღები წაართვეს და სახლი გაუქურდეს.

პოლიციამ უკვე ჩატარა ჩხრეკა ფეხბურთელის ბინაში.

სხვათა შორის, რუბენი თურმე, ბორდელების ხშირი სტუმარია, იქ დეკემბერში იჩხუბა და ერთ პიროვნებას პისტოლეტით დაემუქრა. მაშინ პოლიციაში დაიბარეს, დაკითხეს და გაუშვეს, რადგან ვერ დაუმტკიცეს, რომ პისტოლეტი ნამდვილი იყო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული