ზინედინ ზიდანი: გიჟური მატჩი იყო

AutoSharing Option
ლა ლიგას 24-ე ტურში "ბეტისთან" მოგებული შეხვედრის შემდეგ კმაყოფილება ვერ დამალა "რეალის" მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა:

"ძალიან ბედნიერი ვარ. "ბეტისი" რთული მეტოქეა, თან თავის სტადიონზე გულშემატკივრები მაგრად უჭერენ მხარს. თამაში კარგად დავიწყეთ, მაგრამ შემდეგ რაღაც ისე არ წაგვივიდა.

მეორე ტაიმი უკეთ ჩავატარეთ, ბევრი ვიშრომეთ და მოწინააღმდეგე ზეწოლის ქვეშ მოვახვედრეთ. გიჟური თამაში იყო - აქეთ - იქეთ. ეს მომწონს. "ბეტისი" მომენტებში ფანტასტიკური იყო. ჩვენს მიერ გატანილ 5 გოლს დავიმახსოვრებ".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული