"ბარსელონამ" "ეიბარი" დაამარცხა, სუარესმა პრიმერაზე მე-100 გოლი გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგას 24-ე ტურში "ბარსელონამ" სტუმრად 2:0 დაამარცხა "ეიბარი". "ბარსას" ესპანეთის ჩემპიონატზე აგერ უკვე 31 მატჩი არ წაუგია და საკლუბო რეკორდი გაიმეორა. ასეთივე შედეგს გუნდმა 2010/2011 წლების სეზონში მიაღწია. რეკორდი კი "სოსიედადს" ეკუთვნის, რომელმაც 1979/1980 წლების სეზონში წაუგებლად 39 შეხვედრა ჩაატარა.

ლუის სუარესმა ლა ლიგაზე მე-100 გოლი გაიტანა და ასულგრანას ბომბარდირებში მე-5 ადგილზე გავიდა. მე-4 ადგილზე მყოფ სამუელ ეტო'ოს ის ოდენ 8 გოლით ჩამორჩება.

ლეო მესიმ 147-ე საგოლე გადაცემა გააკეთა და ექს-რეალელ მიჩელს გაუთანაბრდა. ბოლო 40 წელია ეს ესპანეთის პირველობაზე
საუკეთესო შედეგია.

მე-2 გოლი 88-ე წუთზე ჟორდი ალბამ გაიტანა, რომელმაც განაცხადა, რომ სერიოზული მეტოქე ყავდათ, თამაში თავიდან გაუჭირდათ, მოგებამ გაახარა და 66-ე წუთზე მოწინააღმდეგის გაძევებაზე კომენტარის გაკეთება არ უნდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული