ლა ლიგა. XXIV ტურის წინ: ბასკური რანდევუ

AutoSharing Option
ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერი "ბარსელონა" სტუმრად ბასკეთში მიემგზავრება ყოჩაღ "ეიბართან" სათამაშოდ. "ბარსას" კარს საჩემპიონთალიგო ბატალია კარს მოადგა.

არადა, მისი ლიდერობა ლა ლიგაში უკვე აღარ არის უსაზღვროდ დიდი. ერნესტო ვალვერდეს გუნდი დიეგო სიმეონეს "ატლეტიკოს" 7 ქულით უსწრებს. "ატლეტიკო" ელის, დაუცდება თუ არა ფეხი "ბარსას" ჩემპიონატში ზედიზედ მესამედ.

კატალონიელებს არ ეყოლებათ თომას ვერმალენი, საეჭვოა უსმან დემბელეს თამაშიც, რომელმაც ვერა და ვერ მოიკიდა ფეხი გრანდში. "ეიბარს" 4-5 მოწინავე ფეხბურთელი აკლია, მათ შორის ყველაზე გამორჩეული პედრო ლეონია, დიდი ალბათობით, არ იქნება არც სერხი ენრიჩი. პირველ
წრეში "ბარსამ" ქვა ქვაზე არ დატოვა "ეიბარისგან" - "კამპ ნოუზე" 6:1 მოუგო.

ევროპალიგაზე მოთამაშე "ატლეტიკო", რომელიც ჯერ კიდევ ინარჩუნებს ჩემპიონობის მცირე შანსს, "ვანდა მეტროპოლიტანოზე" ბილბაოს "ატლეტიკს" იღებს და თამამად შეგვიძლია, ტურის ცენტრალურ შეხვედრად სწორედ ამ თამაშის მონათვლა. ამ გუნდების პირველი წრის დაპირისპირება "ატლეტიკომ" ბილბაოში მოიგო - 2:1.

ჩემპიონთა ლიგაზე საკმაოდ დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ მოფერიანებული "რეალი" სევილიაში ჩადის "ბეტისთან" სათამაშოდ და შურის საძიებლად. საქმე ისაა, რომ პირველ წრეში "რეალს" ანდალუსიელებმა მისსავე მოედანზე მოუგეს - 1:0.

მესამეადგილოსანი "ვალენსია" ჩემპიონატის აუტსაიდერ "მალაგას" სტუმრობს. პირველ წრეში "ღამურებმა" მეტოქე 5:0 გაანადგურეს.

ფაქტები
  • "ბარსელონას" ლა ლიგის ბოლო 30 ტურში არ წაუგია.
  • დანიელ პარეხოს (ვალენსია) ყველაზე მეტი საგოლე პასი აქვს უშუალოდ სტანდარტული მდგომარეობებიდან გაკეთებული - 5.
  • ბოლო 4 დაპირისპირებაა, რაც "ბარსელონას" სულ მცირე, 4 გოლი გააქვს "ეიბარის" კარში.
  • "ბარსელონამ" "ეიბარს" ბოლო 7 დაპირისპირება მოუგო.
  • "ატლეტიკოს" 13 თამაშია, რაც შინ არ წაუგია.
  • "ატლეტიკომ" ბოლო 7 საშინაო თამაშიდან 5 "მშრალად" დაასრულა.
  • ბოლო 4 ტურია, რაც "რეალი" მოედანს 2 გოლზე ნაკლებით არ ტოვებს.
  • ბოლო 19 საგარეო მატჩიდან ლა ლიგაში "რეალმა" 18 წაუგებლად დაასრულა.
  • ბოლო 5 საშინაო მატჩია, რაც "მალაგას" გოლი ვერ გააქვს.
  • "ატლეტიკოს" ლა ლიგაში ამ წუთისთვის ყველაზე დიდი მოგებათა სერია აქვს - 3 მატჩი.

ლა ლიგა. XXIV ტური
პარასკევი, 16 თებერვალი
ჟირონა-ლეგანესი 3:0
გოლები: 1:0 კრისტიან სტიუანი (23. პენ), 2:0 პორტუ (36), 3:0 ხუანპრე (85)

შაბათი, 17 თებერვალი
ლას პალმასი-სევილია 16:00
ეიბარი-ბარსელონა 19:15
ალავესი-დეპორტივო 21:30
მალაგა-ვალენსია 23:45

კვირა, 18 თებერვალი
სოსიედადი-ლევანტე 15:00
ატლეტიკო-ბილბაო 19:15
ესპანიოლი-ვილიარეალი 21:30
ბეტისი-რეალი 23:45

ორშაბათი, 19 თებერვალი
ხეტაფე-სელტა 23:59

ბომბარდირები: 20 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 16 - ლუის სუარესი (ბარსელონა); 15 - იაგო ასპასი (სელტა); 12 - მაქსიმილიანო გომესი (სელტა), კრისტიან სტუანი (ჟირონა).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული