ესპანეთის თასის ფინალს "ვანდა მეტროპოლიტანო" უმასპინძლებს

AutoSharing Option
ესპანეთის თასის ფინალს მადრიდის "ატლეტიკოს" სტადიონი "ვანდა მეტროპოლიტანო" უმასპინძლებს. ამის შესახებ ესპანური მედია იუწყება. რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, 21 აპრილს ერთმანეთს "ბარსელონა" და "სევილია" დაუპირისპირდებიან.

"ვანდა მეტროპოლიტანოზე" "ატლეტიკო" სათამაშოდ მიმდინარე სეზონის დასაწყისში გადავიდა, იქამდე კი "ვისენტე კალდერონზე" ასპარეზობდა. აღნიშნული სტადიონი 2019 წლის უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძელთა პრეტენდენტებშიცაა შეყვანილი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული