მარსელოს მადრიდის "რეალში" ნეიმარის ტრანსფერი სჯერა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალისა" და ბრაზილიის ნაკრების მცველმა მარსელომ, ნეიმარის ტრანსფერის შესახებ ისაუბრა. როგორც იცით, "სამეფო გუნდი" მორიგი მეგა ტრანსფერის განხორციელებას ზაფხულში გეგმავს.

"ნეიმარის ნახვა "რეალის" ფორმაში დიდებული იქნებოდა. ის ჩვენს გუნდს კიდევ უფრო გააძლიერებდა. იგი დიდებული ფეხბურთელია და დიდი ფეხბურთელები, ადრე თუ გვიან, სწორედ "სამეფო კლუბში" გადმოდიან. მჯერა, რომ ერთ დღესაც იგი "რეალის" მაისურს მოირგებს", - აღნიშნა მარსელომ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული