ზიდანი: მიყვარს ისკო და მინდა მუდამ "რეალში" ითამაშოს

AutoSharing Option
ესპანელმა ჟურნალისტმა ხოსეპ პედრორელმა სატელევიზიო გადაცემა El Chiringuito-ში განაცხადა, რომ "რეალის" მწვრთნელი ზონედინ ზიდანი უკმაყოფილოა ნახევარმცველ ისკოს თამაშით და მზადაა გუნდიდან გაუშვას. პედრორელის მტკიცებით, თუ არაფერი არ შეიცვალა, ზიზუ კლუბის ხელმძღვანელობას ისკოს გაყიდვას სთხოვს.

ამასთან დაკავშირებით ბლანკოსის მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა შემდეგი ბრძანა:"დარჩება თუ არა ისკო გუნდში? მე ვენდობი ჩემს ფეხბურთელებს. მიყვარს ისკო და მინდა მუდამ "რეალში" ითამაშოს. ის კარგი ფეხბურთელია. ეს დაამტკიცა. გავრცელებული ინფორმაცია კი ჭორია. თქვენ მკითხეთ, მე გიპასუხეთ. მორჩა".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული