მაურისიო სარის გრანდების მსურველთა რიგი დაუდგა

AutoSharing Option
იტალიელ გამოცდილ სპეციალისტ მაურისიო სარის არაერთი მსურველი ჰყავს. მისი ხილვა ლონდონის "ჩელსის" ხელმძღვანელობას რომ დიდი ხანია სურს, ამის შესახებ უკვე ვწერდით, დღეს კი ესპანურ პრესაში ახალი ინფორმაცია გავრცელდა.

59 წლის დამრიგებლის სამსახურით ერთბაშად ორი მადრიდული გუნდი - "ატლეტიკო" და "რეალია" დაინტერესებული. სეზონის ბოლოს დიდი შანსია, "როხიბლანკოდან" დიეგო სიმეონე, ხოლო "სამეფო გუნდიდან" ზინედინ ზიდანი წავიდეს და სარიც მათ ალტერნატიულ ვარიანტად განიხილება.

თავის მხრივ კი, მისი შენარჩუნება "ნაპოლისაც" სურს. ასე რომ, სარის ბევრი საფიქრალი აქვს და გრანდების მსურველთა რიგიც დაუდგა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული