"სევილიამ" ისევ დაჯაბნა "ატლეტიკო" და თასის ნახევარფინალში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ესპანეთის თასის პირველ მეოთხედფინალურ შეხვედრაში ვინჩენცო მონტელას შეგირდებმა მადრიდში სენსაციურად სძლიეს "ატლეტიკოს" 2:1 და "სანჩეს პისხუანზე" დიეგო სიმეონეს გუნდი იძულებული იყო შემტევი ფეხბურთი ეთამაშა, რაც მისი სტიქია ნამდვილად არაა.

მეტოქეებს სალამ-ქალაქი წესიერად ნათქვამი არ ჰქონდათ, როდესაც ესკუდერომ თავურით გახსნა ანგარიში. მოკლედ, როხიბლანკო დებიუტშივე კატასტროფის წინაშე აღმოჩნდა, რამეთუ შემდეგ ეტაპზე გასასვლელად 3 უპასუხო გოლის გატანა ესაჭიროებოდა.

1 ბურთი ულამაზესი დარტყმით გრიზმანმა მალევე გაქვითა. ასეთი დასაწყისის შემდეგ თამაში ჩაწყნარდა. ნაანტრაქტევსაც დალაშქრეს მასპინძლებმა სტუმართა კარი - კორეა ხიმენესთან შეჯახების შემდეგ საჯარიმოში წაიქცა, მსაჯმა
პენალტი დანიშნა, უმაღლესი საფეხბურთო სასჯელი კი სისრულეში უზადოდ ბანეგამ მოიყვანა. ამით ანდალუსიელებმა ფაქტიურად საქმე მოუთავეს კასტილიელებს, ინიციატივა დაუთმეს, თუმცა თამაშის სადავეები ხელიდან ერთი წუთითაც არ გაუშვიათ: თავს ორგანიზებულად და ჭკვიანურად იცავდნენ და კონტრშტევაზე სარაბიამ მესამედ დაამწუხრა მოია.

ასე და ამგვარად, "სევილიამ" ორი მატჩის ჯამში 5:2 გაიმარჯვა და დამსახურებულად გავიდა 1/2 ფინალში.
მკითხველის კომენტარები / 1 /
თავურით გახსნა ანგარიშიოოო???
MARI XUANA
10:23 24-01-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული