03:10 24-01-2018
"სევილიამ" ისევ დაჯაბნა "ატლეტიკო" და თასის ნახევარფინალში გავიდა [VIDEO]
AutoSharing Option
მეტოქეებს სალამ-ქალაქი წესიერად ნათქვამი არ ჰქონდათ, როდესაც ესკუდერომ თავურით გახსნა ანგარიში. მოკლედ, როხიბლანკო დებიუტშივე კატასტროფის წინაშე აღმოჩნდა, რამეთუ შემდეგ ეტაპზე გასასვლელად 3 უპასუხო გოლის გატანა ესაჭიროებოდა.
1 ბურთი ულამაზესი დარტყმით გრიზმანმა მალევე გაქვითა. ასეთი დასაწყისის შემდეგ თამაში ჩაწყნარდა. ნაანტრაქტევსაც დალაშქრეს მასპინძლებმა სტუმართა კარი - კორეა ხიმენესთან შეჯახების შემდეგ საჯარიმოში წაიქცა, მსაჯმა პენალტი დანიშნა, უმაღლესი საფეხბურთო სასჯელი კი სისრულეში უზადოდ ბანეგამ მოიყვანა. ამით ანდალუსიელებმა ფაქტიურად საქმე მოუთავეს კასტილიელებს, ინიციატივა დაუთმეს, თუმცა თამაშის სადავეები ხელიდან ერთი წუთითაც არ გაუშვიათ: თავს ორგანიზებულად და ჭკვიანურად იცავდნენ და კონტრშტევაზე სარაბიამ მესამედ დაამწუხრა მოია.
ასე და ამგვარად, "სევილიამ" ორი მატჩის ჯამში 5:2 გაიმარჯვა და დამსახურებულად გავიდა 1/2 ფინალში.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
თავურით გახსნა ანგარიშიოოო???
1
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
250.00 k
350.00 k
სიახლეები
პოპულარული