თვალდასიებული რონალდო "ლეგანესთან" ვერ ითამაშებს

AutoSharing Option
"დეპორტივოსთან" მატჩის დასასრულს "რეალის" თავდამსხმელ რონალდოს მეტოქე გუნდის ავსტრიელი მცველის შერის ფეხი მოხვდა სახეში და სისხლი წამოუვიდა.

თვალდასიებულმა რონალდომ დღეს გუნდთან ერთად კი ივარჯიშა, მაგრამ ხვალ ესპანეთის თასის განმეორებით 1/4-ფინალურ მატჩში "ლეგანესთან" ვერ ითამაშებს, ლა ლიგას შემდეგ ტურში "ვალენსიასთან" შეხვედრაში კი მონაწილეობას მიიღებს.

პირველი მატჩი "ლეგანესთან" ბლანკოსმა 1:0 მოუგო და პორტუგალიელს არც მაშინ არ უთამაშია.

მარცხენა ფეხის ტრავმა მოირჩინა "სამეფო გუნდის" კაპიტანმა სერხიო რამოსმა და შეხვედრის განაცხადშია შეყვანილი.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ალერგიას უშვება უკვე ამას გოლების გატანა.DDDDD
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული