მადრიდის "რეალის" პირველი სამიზნე მაურისიო პოჩეტინო იქნება

AutoSharing Option
იმ შემთხვევაში, თუ სეზონის ბოლოს მადრიდის "რეალიდან" ზინედინ ზიდანს დაითხოვენ, "სამეფო კლუბის" პრიორიტეტი მაურისიო პოჩეტინოს მოწვევა იქნება.

"ბლანკოსის" პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა არაერთხელ განაცხადა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ გუნდის მნიშვნელოვნად გადახალისებას გეგმავს.

როგორც პრესაში იწერება, პერესს პოჩეტინოს სტილი ძალიან მოსწონს და სურს, გუნდი მას ჩააბაროს. მისი სურვილია, კლუბში ახალგაზრდა ფეხბურთელები გამოჩნდნენ, ისეთები, როგორებიც - ტეო ერნანდესი, მარკო ასენსიო და დენი სებალიოსი არიან.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული