ანტონიო ადანი: ლეო მესი სპორტს უკეთესს ხდის

AutoSharing Option
"რეალის" ყოფილმა მეკარემ ანტონიო ადანმა, რომელიც ახლა "ბეტისის" ღირსებას იცავს, ლა ლიგაზე "ბარსელონასთან" 0:5-ზე დამარცხების შემდეგ ასე შეაფასა თავდამსხმელ ლეო მესის თამაში:

"მესი ყოველ თამაშში გვაჩვენებს, რომ არამარტო ერთ-ერთი საუკეთესოა, არამედ ერთ-ერთი საუკეთესოა ისტორიაში. ძალიან ეფექტურად მოქმედებს.

პირველ ტაიმში იშვიათად იღებდა ბურთს, გეგონებოდა მოედანზე დადიოდა. მეორე ტაიმში ოთხჯერ მიიღო ბურთი, ორი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა. ეს მესია. ყველას უნდა მივულოცოთ, რადგან ის სპორტს უკეთესს ხდის".
ასევე დაგაინტერესებთ