ლა ლიგა. XX ტური: "ატლეტიკომ" ქულები დაკარგა, "ვალენსიამ" წააგო [VIDEO]

AutoSharing Option
20 იანვარს ლა ლიგის XX ტურის მატჩები გაიმართა.

"ვალენსია" მოულოდნელად დამარცხდა ერთ-ერთ აუტსაიდერ "ლას პალმასთან" - 1:2. სანტი მინას გოლის შემდეგ "ღამურები" დაწინაურდნენ, თუმცა შემდეგ ჯონათან ვიერამ გაათანბრა. 52-ე წუთზე სტუმრებს გაბრიელი გაუძევეს და პენალტი ზუსტად ჯონათან კალიერიმ შეასრულა. 87-ე წუთზე კი "ვალენსია" 9 კაცის ამარა დარჩა.

"ვალენსიამ" სეზონში მე-4 მარცხი იწვნია.


მადრიდის "ატლეტიკომ" შინ "ჟირონას" ვერ მოუგო - 1:1. ანტუან გრიზმანის გოლის შემდეგ პორტუმ გაათანბრა და საკუთარ გუნდს ქულა მოუპოვა.

ატლეტიკომ" ქულები დაკარგა, "ვალენსიამ" წააგო [VIDEO]" />
20.01.18. ატლეტიკო - ჟირონა 1:1

"სევილიამ" სტუმრად "ესპანიოლი" 3:0 დააამრცხა. გოლების ავტორები ვასკესი, სარაბია და მურიელი გახდნენ. ამით "სევილიამ" 5 მოუგებელი მატჩის შემდეგ როგორც იქნა გაიმარჯვა.


სხვა შეხვედრები ასე დსარულდა:

ვილიარეალი-ლევანტე 2:1
გოლები: 1:0 მანუელ ტრიგეროსი (26), 2:0 დენის ჩEრიშევი (50), 2:1 როჯერი (94)

ხეტაფე-ბილბაო 2:2
გოლები: 0:1 ინაკი უილიამსი (13), 1:1 ხორხე მოლინა (პენალტი. 21), 1:2 რაულ გარსია (პენალტი. 48), 2:2 ანხელი (74)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული