"ბარსელონამ" გრიზმანთან მიღწეულ შეთანხმებაზე გავრცელებული ინფორმაცია უარყო

AutoSharing Option
გუშინ კატალონიურმა "სპორტმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ გუნდის ახალწვეულ ნახევარმცველს ფილიპე კოუტინიოს 7-ნომრიან მაისურს არ გადასცემენ, რადგან "ატლეტიკოს" ფორვარდს ანტუან გრიზმანს კონტრაქტზე მოელაპარაკენ და ამ ნომერს მისთვის ინახავენ.

ამასთან დაკავშირებით "ბარსამ" განცხადება გაავრცელა:"კატეგორიულად უარვყოფთ ანტუან გრიზმანთან დაკავშირებით სხვადასხვა მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციებს და მასთან მიღწეულ რაიმე შეთანხმებას".