ხამესი: მინა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველი გახდება

AutoSharing Option
"ბაიერნის" კოლუმბიელმა ნახევარმცველმა ხამეს როდრიგესმა El Chiringuito de Jugones-ისთვის მიცემულ ინტერვიუში "ბარსელონაში" გადასული თანანაკრებელი იერი მინა შეაქო:

"გამახარა მინამ, "ბარსამ" წარმატებული ტრანსფერი განახორციელა. ნიჭიერია და ახალ გუნდს ძალიან გამოადგება. ვფიქრობ, ყველას გააკვირვებს და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველი გახდება".

მინა ასულგრანამ "პალმეირასისგან" 11.8 მილიონ ევროდ შეიძინა, კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე გაუფორმა, მისი კლაუსულა კი 100 მილიონია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული